ლაგოდეხში, მდინარეში ჩავარდნილი 16 წლის გოგონას ცხედარს ექსპერტიზაზე გადაასვენებენ

მაშველებმა ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარეში ჩავარდნილი 16 წლის გოგონას ცხედარი ნაკრძალის ტერიტორიიდან გადმოასვენეს. დაახლოებით 20 საათიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა, მყვინთავებმა და ადგილობრივებმა, მოზარდი, ჩანჩქერის ტერიტორიაზე ლოდის ქვეშ გარდაცვლილი იპოვეს.
ცხედარს ექსპერტიზაზე გადაასვენებენ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის კერძო სკოლა "ალბიონის" მოსწავლეები ლაგოდეხის ნაკრძალში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. 16 წლის გოგონა დინებამ წაიღო. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

























