შოთა რეხვიაშვილი - 26 მაისი უდიდესი მონაპოვარია, რომელსაც უნდა დაცვა, გაფრთხილება, გამყარება

შოთა რეხვიაშვილი - 26 მაისი უდიდესი მონაპოვარია, რომელსაც უნდა დაცვა, გაფრთხილება, გამყარება

26 მაისი ჩვენთვის ყველაზე დიდი ეროვნული დღესასწაულია. ეს არის უდიდესი მონაპოვარი, რომელსაც უნდა დაცვა, გაფრთხილება, გამყარება, უფრო მეტი ცოდნით, განათლებით, შრომით, ეკონომიკური სიძლიერით, რასაც აუცილებლად მოყვება ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, ევროპულ და ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში ძალიან სწრაფი გაწევრიანება, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.

შოთა რეხვიაშვილი დღეს რუსთავში, თავისუფლების მოედანზე, 26 მისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო. ქვემო ქართლის გუბერნატორმა, მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, თავისუფლების მოედანზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა დაათვალიერა და რუსთაველებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„26 მაისი ჩვენთვის ყველაზე დიდი ეროვნული დღესასწაულია, ეს არის უდიდესი მონაპოვარი რომელსაც უნდა დაცვა, გაფრთხილება, გამყარება, უფრო მეტი ცოდნით, განათლებით, შრომით, ეკონომიკური სიძლიერით“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რუსთავში სხვადასხვა გასართობი, სპორტული და კულტურული ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს, თავისუფლების მოედანზე გამოფენილია თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ტექნიკა. საზეიმო ღონისძიებები ანსამბლ ,,სუხიშვილების“ გალა-კონცერტითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ქვემო ქართლის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში დილიდან აღნიშნავენ. საზეიმო ღონისძიებები ტარდება რუსთავში, გარდაბანში, მარნეულში, ბოლნისში, დმანისში, თეთრიწყაროსა და წალკაში.