გორის და ქარელის მუნიციპალიტეტების რამდენიმე ათეული სოფელი სეტყვის შედეგად დაზარალდა

გორის და ქარელის მუნიციპალიტეტების  რამდენიმე ათეული სოფელი სეტყვის შედეგად დაზარალდა

გორის და ქარელის მუნიციპალიტეტების რამდენიმე ათეული სოფელი სეტყვის შედეგად დაზარალდა.

სეტყვის შედეგად გორის მუნიციპალიტეტის 20-მდე სოფელი დაზარალდა.

„სეტყვა რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა მერეთის, ნიქოზის, შინდისის, ახალუბნის, ვარიანის, ტყვიავის, ტირძნისის და დიცის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ 20 - ზე მეტ სოფელში. სეტყვის მიერ მიყენებულ ზარალს ადგილობრივებთან ერთად მერის წარმომადგენლები ეცნობიან", - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.

სეტყვამ და ძლიერმა ქარმა დააზარალა ასევე ქარელის რაიონი. სეტყვამ დააზარალა ქარელის მუნიციპალიტეტის შემდეგი სოფლები: ბრეძა, კოდა, ატოცი, ჭვრინისი, აბანო, საციხური, ძლევიჯვარი, სასირეთი, ბრეთის მეურნეობა, ტახტისძირი, დვანი, დირბი, ავლევი, ცერონისი, კნოლევი. მნიშვნელოვნად დაზიანდა ხილის და ბოსტნეულის მოსავალი.