თორნიკე რიჟვაძე სტუდენტზე სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტზე - მიმდინარეობს გამოძიება და რეაქციაც შესაბამისი იქნება, მათ შორის გუნდში

თორნიკე რიჟვაძე სტუდენტზე სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტზე - მიმდინარეობს გამოძიება და რეაქციაც შესაბამისი იქნება, მათ შორის გუნდში

რეაქცია იქნება შესაბამისი, როგორც გუნდის შიგნით ასევე პარტიაში,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, როდესაც ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტის მიმართ სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტს გამოეხმაურა.

თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ ფაქტზე შესაბამისი უწყებები გამოძიებას აწარმოებს.

„ჩემი ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება. ზოგადად ფაქტის ირგვლივ, ბუნებრივია, რეაქციაც იქნება შესაბამისი, როგორც გუნდის შიგნით, ასევე პარტიაში", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის საკრებულოში "ქართული ოცნების" დეპუტატს და ბსუ-ს ლექტორს ომარ მახარაძეს მისივე სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ომარ მახარაძე სტუდენტის ბრალდებებს უარყოფს.