„კოლხეთი 1913"-ის მთავარი მწვრთნელი, ფეხბურთელები და გულშემატკივრები გუნდის დირექტორის და სპონსორის წასვლას ითხოვენ

„კოლხეთი 1913"-ის მთავარი მწვრთნელი, ფეხბურთელები და გულშემატკივრები გუნდის დირექტორის და სპონსორის წასვლას ითხოვენ

ფოთის ცენტრალურ სტადიონზე საფეხბურთო კლუბ ,,კოლხეთი 1913"-ის მთავარი მწვრთნელი, ფეხბურთელები და გულშემატკივრები შეიკრიბნენ. მათ გუნდის დირექტორის, ნიკოლოზ ჯაშის და სპონსორის წასვლა მოითხოვეს. მათივე თქმით, ისინი დაკისრებულ უფლება-მოვალეობას თავს ვერ ართმევენ, რის გამოც გუნდში პრობლემები დაგროვდა. შეკრებილებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ და ვითარებაში გარკვევას დაპირდნენ. თავად გუნდის ხელმძღვანელი შეხვედრაზე არ გამოჩენილა.

,,შევხვდით გუნდის წარმომადგენლებსა და ქომაგებს. მათ გარკვეული პრეტენზიები აქვთ არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. უახლოეს საათებში დავგეგმავთ შეხვედრას გუნდის დირექტორთანაც. არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ სურვილი სპონსორობის, შევაჯერებთ ამ პოზიციებს და მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განუცხადა ჟურნალისტებს ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.