მარნეულის #2 საარჩევნო უბანზე, რამდენიმე წუთის განმავლობაში ელექტროენერგია გათიშული იყო

მარნეულის #2 საარჩევნო უბანზე, რამდენიმე წუთის განმავლობაში ელექტროენერგია გათიშული იყო. საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებს სანთლების ანთება მოუწიათ.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, უბანს ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღუდგა.
როგორც“ინტერპრესნიუსს“ მარნეულის #22 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ იაკობ ასანიძემ განუცხადა, ელექტროენერგია უბანზე ორი წუთის განმავლობაში იყო გათიშული.
„სინათლე მალევე მოვიდა. საარჩევნო ურნა გახსნილი არ იყო და შესაბამისად, საჩივარი არ დაწერილა. კომისიის წევრებს სანთლები წინასწარ ჰქონდათ მომზადებული“,-აცხადებს იაკობ ასანიძე.

























