წყალტუბოს # 15-ე უბანზე ხმის მიცემის პროცესი განახლდა

წყალტუბოს # 15-ე უბანზე ხმის მიცემის პროცესი განახლდა

წყალტუბოს # 15-ე უბანზე ხმის მიცემის პროცესი განახლდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ წყალტუბოს # 58-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი ნიჟარაძემ განუცხადა, დაზიანებული ხმის მთვლელი ელექტრონული მოწყობილობა ახლით ჩაანაცვლეს.

შესაბამისად, საარჩევნო პროცესი აღნიშნულ უბანზე შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.

ცოტა ხნის წინ, წყალტუბოს # 58-ე უბანზე ხმის მიცემა ელექტრონული მთვლელის წყობიდან გამოსვლის გამო, შეწყვეტილი იყო.