„გაერთიანებული ოპოზიცია“ - ზუგდიდში, მე-10 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს ღიად, საფულიდან აძლევენ კონკრეტულ თანხებს ხმების სანაცვლოდ

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ მტკიცებით, ზუგდიდში, მე-10 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები ფიქსირდება.
როგორც ლევან ბეჟაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ადამიანები ღიად გასცემენ თანხებს ხმების სანაცვლოდ.
„გვინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია მოსყიდვის ფაქტზე, რომელიც დაფიქსირებულია მე-10 უბანზე, სადაც ადამიანები ღიად, საფულიდან გასცემენ კონკრეტულ თანხებს ხმების სანაცვლოდ. ასეთი ფაქტები მრავლად არის და სამწუხაროდ, ისევ გრძელდება პრაქტიკა, როდესაც ღიად ცდილობენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ამომრჩევლის მოსყიდვით სასურველი შედეგის დაყენებას“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

























