„ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი - ხულო ცვლილებების მოლოდინშია და ეს აუცილებლად მოხდება

ხულო არის ცვლილებების მოლოდინში და ეს აუცილებლად მოხდება, - ამის შესახებ ხულოს პირველ საარჩევნო უბანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა ირაკლი ჯორბენაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საქართველოში სახელისუფლებო ცვლილებები აუცილებლად მოხდება.
„წინასაარჩევნო პერიოდმა ცხადყო, რომ ხალხი არის ცვლილებების მოლოდინში და სწორედ ამას მივეცი ხმა.
საბოლოო ჯამში დარწმუნებული ვარ, რომ ხალხს დაუბრუნდება ის, რაც მათი საკუთრებაა და ესაა საქართველო",- განაცხადა ირაკლი ჯორბენაძემ.

























