ჭიათურაში მოშიმშილე მაღაროელები საარჩევნო უბნებამდე მისვლისთვის, საოლქო კომისიას ტრანსპორტის გამოყოფის თხოვნით მიმართავენ

ჭიათურაში მოშიმშილე მაღაროელები საოლქო კომისიას განცხადებით მიმართავენ. როგორც მაღაროელები აცხადებენ, მათ ჯანმრთელობის პრობლემა აქვთ და თავად გადაადგილებას ვერ შეძლებენ, ამიტომ ტრანსპორტის გამოყოფას მოითხოვენ.
"მოშიმშილეები ვერ ახერხებენ თავად მისვლას, ამიტომ მიმართავენ საოლქო კომისიას, ამ ადამიანებისთვის გამოყონ ტრანსპორტი. ვწერთ განცხადებას და კომისიას მივაწვდით სიას და მისამართებს", - განაცხადა პაატა სამხარაძემ.
მაღაროელები მეოთხე დღეა გაფიცულები არიან. 15 მაღაროელი მერიის წინ შიმშილობს.

























