ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე - ამ დროისთვის არანაირი საჩივარი არ ფიქსირდება

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის განცხადებით, ყველა საარჩევნო უბანი 07:00 საათზე, ყოველგვარი დარღვევის გარეშე გაიხსნა. მისი განმარტებით, ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისია შედგება 107 უბნისგან.
"ჩატარდა წილისყრის პროცედურები. 08:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანზე იყო პირველი ამომრჩეველი. კენჭისყრის პროცესი ყველა საარჩევნო უბანზე დაწყებულია.
ამ ეტაპისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიაში არანაირი საჩივარი არ ფიქსირდება. კენჭისყრის დღის პროცედურებთან დაკავშირებით, ზოგიერთების მხრიდან საუბარი იყო იმაზე,თუ რატომ შევიდნენ ხელმძღვანელი პირები 06:30 საათზე საუბნო საარჩევნო კომისიებში. მათი მხრიდან პროცედურის დაწყებას ადგილი არ ჰქონია. უბრალოდ მოხდა დაცვის პოლიციისგან მიღება-ჩაბარების აქტით საჭირო დოკუმენტისა და ინვენტარის გადმოცემა, რაც წინაღამით დაცვის პოლიციამ უსაფრთხოების მიზნით გადაიბარა", - განაცხადა მესხმა.

























