ოზურგეთში საკრებულოს შუალედური არჩევნები ექსცესების გარეშე მიმდინარეობს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
როგორც “ინტერპრესნიუსის” კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, ყველა საარჩევნო უბანი 07:00 საათზე გაიხსნა, კენჭისყრის პროცედურა კი 08:00 საათზე დაიწყო.
საკრებულოს დეპუტატატობისთვის 13 კანდიდატი იბრძვის. მოსახლეობა საკუთარ არჩევანს 5 უბანში აკეთებს. აქ 5089 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
#60 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ზვიად თენეიშვილის ინფორმაციით, ყველა უბანი დროულად გაიხსნა. მისივე თქმით, ამ დროისთვის არცერთი საჩივარი არ არის დაწერილი. ოზურგეთში არჩევნებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკვირდებიან.

























