საარჩევნო პროცესი წყალტუბოში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი წყალტუბოში. შუალედურ არჩევნებში, გუმბრის მაჟორიტარულ ოლქში საკრებულოს დეპუტატის მანდატისთვის 12 კანდიდატი იბრძვის.
საარჩევნო უბნები ზუსტად 08:00 საათზე გაიხსნა და პირველმა ამომრჩევლებმაც საკუთარი პოზიცია კაბინასთან უკვე დააფიქსირეს.
წყალტუბოში ცესკოს საპილოტე პროექტის ფარგლებში ხმის მიცემა ელექტრონულად ხორციელდება. გუმბრის მაჟორიტარულ ოლქში შემავალ სამ სოფელში - ბანოჯაში, გუმბრასა და ხომულში ოთხი საარჩევნო უბანია გახსნილი. სულ რეგისტრირებულია 4215 ამომრჩეველი. გუმბრის ოლქში საკრებულოს დეპუტატის მანდატი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც 2018 წელს მაჟორიტარი-დეპუტატი გარდაიცვალა.

























