ანზორ ბოლქვაძე - ხმა მივეცი იმ კანდიდატს, რომელიც მუნიციპალიტეტზე იზრუნებს

ანზორ ბოლქვაძე - ხმა მივეცი იმ კანდიდატს, რომელიც მუნიციპალიტეტზე იზრუნებს

ხმა მივეცი იმ კანდიდატს, რომელიც მუნიციპალიტეტზე იზრუნებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა "ქართული ოცნებიდან" ანზორ ბოლქვაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა. მან საკუთარი არჩევანი ხულოს პირველ საარჩევნო უბანზე უკვე გააკეთა.

ანზორ ბოლქვაძე ამბობს, რომ მოსახლეობა დილიდან საკუთარ არჩევანს უკვე აფიქსირებს.

"საარჩევნო უბანი დილით, 08:00 საათზე გაიხსნა და მოსახლეობა უკვე საკუთარ არჩევანს აკეთებს. ჩემი არჩევანი ეხება იმ კანდიდატს, რომელიც მოემსახურება მუნიციპალიტეტს, მოსახლეობას და ჩვენი ქვეყნის მომავალს",- განაცხადა ანზორ ბოლქვაძემ.