ჭიათურაში, სოფელ სვერის № 43 საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა

ჭიათურაში, სოფელ სვერის № 43 საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა

ჭიათურაში, სოფელ სვერის № 43 საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა. როგორც დამოუკიდებელი კანდიდატის, დავით ჭუმბურიძის შტაბში აცხადებენ, მათ უბანზე კამერის დამონტაჟება სცადეს, რის საშუალებაც უბნის თავმჯდომარემ არ მისცა.

„კამერას ვამონტაჟებდით, მაგრამ უფლება არ მოგვცეს. თავმჯდომარემ გაგვიყვანა გარეთ სასაუბროდ, როდესაც დავბრუნდით კამერა და შტატივი დაზიანებული დაგვხდა. ჩვენი ინფორმაციით, თავმჯდომარის მოადგილემ დააზიანა", - განაცხადეს შტაბში.

მათი თქმით, მომხდარზე საჩივარი დაიწერება. ინციდენტის დეტალებს საარჩევნო ოლქში ამ დროისთვის არკვევენ.