თელავის სოფელ ლეჩურში, მდინარესთან 80 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თელავის სოფელ ლეჩურში, მდინარესთან 80 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურში 80 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი მდინარე სტორთან გამვლელებმა ნახეს.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.