ზუგდიდის პოლიციაში 87-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრის ზოია ქვარცხავას გამოკითხვა დასრულდა

ზუგდიდის პოლიციაში 87-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრის ზოია ქვარცხავას გამოკითხვა დასრულდა

ზუგდიდის პოლიციაში 87-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრის ზოია ქვარცხავას გამოკითხვა დასრულდა. როგორც ქვარცხავამ გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიებას მის ხელთ არსებული ინფორმაცია მოაწოდა.ზოია ქვარცხავას განმარტებით, ადამიანს, რომელმაც ჰაერში ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, პირადად არ იცნობს, თუმცა მისი ამოცნობა შეუძლია, რადგან 2-3 მეტრის სიშორის მაძილზე ხედავდა.

"ჩვენება მივეცი და ველოდები გამოძიების შედეგს. ქუჩაში სროლა არ უნდა ხდებოდეს. ამ ადამიანს არ ვიცნობ. სხვა არაფერი ვიცი, დაველოდოთ გამოძიებას", - განაცხადა ზოია ქვარცხავამ.

გაერთიანებული ოპოზიციის ინფორმაციით, ზუგდიდში, 87-ე საარჩევნო უბანთან ჰაერში პისტოლეტიდან გაისროლეს. ზუგდიდის 87-ე საარჩევნო უბანთან ინციდენტს შსს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით იძიებს.