ბათუმში პერფორმანსი ლოზუნგით „ჰერმან საბო მეფედ", "გირჩი პარლამენტში" გაიმართა

"ჰერმან საბო მეფედ", "გირჩი პარლამენტში",- ამ ლოზუნგით ბათუმში „გირჩის“ კანდიდატს მხარდაჭერას უცხადებენ. შეკრებილების განცხადებით, ჰერმან საბო მთაწმინდაზე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის კენჭს იყრის, ამიტომ საჭიროა ამომრჩევლის აქტიურობა.
„გირჩის“ აქტივისტები აქცია-პერფორმანსს ბათუმში ცენტრალურ პარკში მართავენ.
"აქცია პერფორმანსი სპონტანურად დავგეგმეთ და მოვუწოდებთ მთაწმინდელებს, რომ მხარი დაუჭირონ ჩვენს კანდიდატს, "გირჩი" პარლამენტში საჭიროა",- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გიორგი ფუტკარაძემ.

























