გორში "ეროვნული სამოსის დღე" აღინიშნა

„ეროვნული სამოსის დღე“ გორშიც აღინიშნა. ეროვნულ ტრადიციულ სამოსში გამოწყობილ ბავშვებსა და ახალგაზრდებს მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ და გორის ქუჩებში მსვლელობა გამართეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს.
„კარნავალის ტიპის კოსტუმირებული მსვლელობით და მისი მნიშვნელობით გორში მყოფი ტურისტები ძალიან დაინტერესდნენ და მსვლელობის მონაწილეებთან ერთად ფოტოები გადაიღეს.
მეოთხე წელია „ეროვნული სამოსის დღე“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მსგავსი ხასიათის ღონისძიებებით აღინიშნება.
"ეროვნული სამოსის დღის" აღნიშვნის მიზანი ტურისტებისათვის საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის უკეთ გაცნობაა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

























