გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, ბორჯომში მოსწავლეებს ტრენინგი - “მდგრადი განვითარება და ეკოსისტემური სერვისები” ჩაუტარდათ

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, ბორჯომში მოსწავლეებს ტრენინგი - “მდგრადი განვითარება და ეკოსისტემური სერვისები” ჩაუტარდათ

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში ბორჯომის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს ტრენინგი - “მდგრადი განვითარება და ეკოსისტემური სერვისები” ჩაუტარდათ. ტრენინგის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: მდგრადი განვითარების კონცეფციის წარმოშობა და მისი გარემოსდაცვითი ასპექტები. ასევე, გაეცნენ ეკოსისტემურ სერვისებს, მისიის შეფასების მეთოდებსა და მათი მდგრადი მართვის მნიშვნელობას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა ჯგუფური სამუშაო შეასრულეს და ეკოსისტემური სერვისების მდგრადი გამოყენების შესახებ საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს. ლექციის დასასრულს მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს გარემოსდაცვით ვიქტორინაში. ვიქტორინის გამარჯვებული გუნდი კი სამახსოვრო პრიზებით დასაჩუქრდა.

შეხვედრა პროექტის - “ტყის მრავალფუნქციური გამოყენების დანერგვა და პოპულარიზაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტში”- ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ,,სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ნაკრესი“, ,,სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრთან“ ერთად სამცხე-ჯავახეთის მხარეში ხორციელდება.