"ევროპული საქართველოს" ლიდერი და მარნეულის მერობის კანდიდატი ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება

"ევროპული საქართველოს" ლიდერი და მარნეულის მერობის კანდიდატი ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება

"ევროპული საქართველოს" ლიდერი და მარნეულის მერობის კანდიდატი ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, აჰმედ იმამკულიევთან შეხვედრაზე სოფელ სადახლოს მოსახლეობა რაიონში არსებულ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემაზე საუბრობს.

„სოფელს სასმელი, სარწყავი წყლის საბავშო ბაღების და სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებს. მერობის კანდიდატი სადახლოს მცხოვრებლებს საარჩევნო პროგრამას აცნობს და აცხადებს, რომ დღევანდელი ხელისუფლებისგან განსხვავებით, „ევროპული საქართველოს“ ამოცანა მომავალზე ზრუნვა და პრობლემების მოგვარებაა“, - აღნიშნულია „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ მთელ საქართველოში მოსახლეობა არჩევნების გზით დაამარცხებს ხელისუფლებას.

„თითოეული არჩევნები ეკუთვნის ხალხს და უნდა იყოს გამოყენებული ხალხის მიერ. აქ, მარნეულში ვირჩევთ მერს და ადგილობრივი ხელისუფლება არის სწორედ ის ხელისუფლება, რომელსაც ეხება ხალხის პრობლემების უმეტესობა: უგზოობა, უწყლობა, ინფრასტრუქტურული, საბავშო ბაღების არარსებობა. ეს არის ის მცირე ჩამონათვალი, რაც მარნეულს აწუხებს. გაზრდილი ფასები, გაზრდილი უმუშევრობა, გაუარესებული ცხოვრება, მოხსნილი სოციალური დახმარებები - ეს არის ყველაფერი, რაც შესაცვლელია და რის შეცვლაშიც მარნეულის მერს შეუძლია, ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ამ რაიონშიც და მთელ საქართველოში ჩვენი მოსახლეობა გამოიყენებს არჩევნებს არა იმისთვის, რომ დაშინების, ძალდობისა და მოსყიდვის გზით გაუგრძელოს კაბინეტში ყოფნა არაფრის მაქნის ხელისუფლებას, არამედ, გამოიყენებს არჩევნებს იმისთვის, რომ საკუთარი ცხოვრება უკეთესი გახადოს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

იხილეთ ვიდეო