ზუგდიდში, სანდრა რულოვსთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის მონაწილე გელა კვარაცხელიას პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდში, სანდრა რულოვსთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის მონაწილე გელა კვარაცხელიას პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდში, 14 მაისს მომხდარი ინციდენტის მონაწილე გელა კვარაცხელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭიამ დღეს მიიღო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასამართლოში განუცხადეს, შემდეგი სხდომა 27 ივნისს გაიმართება.

ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში გაერთიანებული ოპოზიციიდან მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის ჩაწერის დროს ინციდენტი მოხდა. რამდენიმე ადამიანმა გადაღების უფლება არ მისცა ოპერატორს და ფოტოგრაფს. ისინი გადამღები ჯგუფის ერთ-ერთ წარმომადგენელს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ. პოლიციამ კვარაცხელია ინციდენტიდან მეორე დღეს დააკავეს.

იხილეთ ვიდეო: ზუგდიდში, სანდრა რულოვსთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის მონაწილე გელა კვარაცხელიას პატიმრობა შეეფარდა