რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან მუშების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან მუშების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან მუშების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ხელფასის გაზრდას და სამუშაო საათების შემცირებას მოითხოვენ.

აქციაში მონაწილეობას „რუსთავის ფოლადის" წვრილსორტული საამქროს 50-მდე მუშა იღებს. ისინი ითხოვენ 400-ლარიანი ხელფასის გაზრდას და სამცვლიანი, 12-საათიანი სამუშაო გრაფიკიდან ოხცვლიან გრაფიკზე გადასვლას და დამატებითი საათების ანაზღაურებას.

აქციის მონაწილეების ნაწილი ამ დროისთვის საწარმოს ხელმძღვანელობას ადმინისტრაციის შენობაში ხვდება.

იხილეთ ვიდეო: რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან მუშების საპროტესტო აქცია გაიმართა