ზუგდიდის #67-ე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადადგომაზე უარს აცხადებს, ოპოზიციასთან მირანდა მესხის შეხვედრაზე ზუგდიდის პოლიციის უფროსიც მივიდა

ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან გაერთიანებული ოპოზიციის წევრების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
როგორც შეხვედრიდან გამოსული, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, მირანდა მესხი სხდომის ჩანიშვნას, რომელზეც კომისიის თავმჯდომარეობიდან მისი გადადგომის საკითხი დადგება, არ აპირებს.
"გამოვიდეს და გააკეთოს განცხადება, თუ რატომ არ ნიშნავს სხდომას. ეს არის ჩვეულებრივი "ქართული ოცნების" შტაბი. ჩვენ არ დავტოვებთ ამ ადგილს", - განუცხადა ჟურნალისტებს ხატია დეკანოიძემ.
ოპოზიციის წევრებმა ასევე გააპროტესტეს შეხვედრაზე ზუგდიდის პოლიციიის უფროსის, ირაკლი ფაცაციას შესვლა.

























