ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება

ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება

ზუგდიდის #67-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარეს ამ წუთებში კომისიის ორი წევრი და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ხვდებიან.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. შეხვედრის მონაწილეები სხდომის ჩანიშვნას ითხოვენ, რომელზეც კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის გადადგომის საკითხი დადგება.

ოპოზიციის წევრები შეხვედრაზე ჟურნალისტების დასწრებასაც ითხოვენ, თუმცა მედიას ამის საშუალება არ ეძლევა.

შენობაში მობილიზებული არიან სამართალდამცავები.