თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, ვაზ 2107-ის მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მაგისტრალის გამყოფ ზოლზე ავარდა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, სასწაფო დახმარების ბრიგადები, დაშავებულები რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 276 მუხლითაა აღძრული.