ბათუმში, მიქელაძეების საცხოვრებელ სახლთან აღსრულების პოლიციის გამოჩენას ხმაური მოჰყვა

ბათუმში, ბაგრატიონისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაზე ხმაურია. მიქელაძეების საცხოვრებელ სახლთან აღსრულების პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან. მიქელაძეების ოჯახის მხარდასაჭერად ის მოქალაქეები მივიდნენ, რომლებსაც ბანკიდან სესხი აქვთ აღებული და ვერ იხდიან. მათ პროტესტის ნიშნად, ბაგრატიონის ქუჩა რამდენიმე წუთით გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები, რომლებმაც მოძრაობა მალევე აღადგინეს.
როგორც მიქელაძეების ოჯახის წევრები აცხადებენ, მათი გამოსახლება იგეგმება. მათივე ინფორმაციით, 14-სულიანი ოჯახის ორი წევრი შეუძლოდ გახდა და მათთან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადაც მივიდა.
როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, რამდენიმე წლის წინ კერძო პირისგან სესხი აიღეს, რომელიც ახლა თანხის სამმაგი ოდენობით დაბრუნებას ითხოვს.

























