აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, მოადგილესთან ირაკლი პერტენავასთან, სამღვდელოების წარმომადგენლებთან ერთად, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აბაშის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან მაკალათიას თქმით, უდიდესი წვილილი მიუძღვის ქართველ მებრძოლებს ფაშიზმის დამარცხებაში.

„განსაკუთრებით ვულოცავ ამ დღეს ომის ვეტერანებს, მათი თავგანწირვა, გმირობა, ერთგულება დასაფასებელია, უდიდესია ქართველი მებრძოლების წვლილი ფაშიზმის დამარცხებაში. პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას, თაობები სამარადისოდ შემოინახავენ მათ სახელებს. ქედს ვიხრი ჩვენი სახელოვანი ვეტერანების წინაშე“, - აღნიშნა ლევან მაკალათიამ.

მათივე ინფორმაციით, კვათანის უბანში, შინმოუსვლელთა მემორიალთან, დაახლოებით 40 წელია დგას იმდროინდელი საბრძოლო თვითმფრინავი, რომელიც ფაშიზმზე გამარჯვების და ამავდროულად, იმ ავბედითი დღეების სიმბოლოა.

„დღეს ამ ადგილზე, სადაც პირველად გაიმართა ასეთი მასშტაბური ღონისძიება, შეიკრიბნენ მერიისა და საკრებულოს, საზოგადოების წარმომადგენლები. ყვავილებით შეამკეს მემორიალი და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. სამამულო ომში დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა, კვათანის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის მოძღვარმა, მამა თომამ.

გამომსვლელებმა ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს ვეტერანებს, მათი ოჯახის წევრებს, ახალგაზრდებს, ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე. ღონისძიებას ესწრებოდა ომის ვეტერანი, დავით კაჭარავა, მან გაიხსენა ომის ქარცეცხლიანი დღეები, მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის მერს, ამ დღის თითოეულ მონაწილეს 9 მაისის სათანადოდ აღნიშვნისთვის. მეორე საჯარო სკოლის მესამე კლასელებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის საშემსრულებლო კოლექტივები. მერმა ომის ვეტერანს, ივანე არველაძეს, სახლში პირადად მიულოცა ფაშიზმზე გამარჯვების დღე, ჯანმრთელობა, დღეგრძელობა უსურვა მას. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე სამ ვეტერანს: ივანე არველაძეს, გერონტი გოგავას და დავით კაჭარავას, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ომის მონაწილე ვეტერანთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, თითოეულს, 500 ლარი გადაეცა“, - აღნიშნულია აბაშის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.