თელავის სოფელ ლეჩურში მდინარის ადიდების გამო ცენტრალური გზა დაიტბორა, რამაც მოძრაობის შეფერხება გამოიწვია

თელავის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის შედეგად ადიდებულია მდინარეები, დატბორილია საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
ასევე თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურში მდინარის ადიდებამ ცენტრალური გზის დატბორვა გამოიწვია, რის გამოც მოძრაობა შეფერხებულია.
სტიქიის ზონაში სპეციალური ტექნიკა მუშაობს.

























