ქუთაისში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს

ქუთაისში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს

დღეს ქუთაისში ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი აღნიშნეს. ომის ვეტერანებმა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა სამამულო ომის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. იმ ვეტერანებს, რომლებმაც მემორიალთან მისვლა ვერ შეძლეს, 9 მაისი ოჯახებში მიულოცეს.

ქუთაისის მერიამ თითოეულ ვეტერანს ათასი ლარი ჩაურიცხა.

იმერეთის რეგიონში სულ 27, ხოლო ქუთაისში 16 ომის მონაწილე ცხოვრობს.