ქუთაისის ვიცე-მერად დავით ერემეიშვილი დაინიშნა

ქუთაისის ვიცე-მერად დავით ერემეიშვილი დაინიშნა

ქუთაისს ახალი ვიცე-მერი ჰყავს. ქუთაისის ვიცე-მერის თანამდებობაზე დავით ერემეიშვილი დაინიშნა. ეს თანამდებობა მას შემდეგ იყო ვაკანტური, რაც მერის პირველი მოადგილის თანამდებობა საკუთარი სურვილით ორი თვის წინ გიორგი იობაშვილმა დატოვა.

"მინდა მადლობა ვუთხრა იმ გუნდს, რომელმაც ნდობა გამომიცხადა და მომცა საშუალება, რომ ქალაქში კიდევ ბევრი წარმატებული ნაბიჯები გადავდგათ",- განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ დავით ერემეიშვილმა.