ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 წლის ბავშვი დაშავდა

ზუგდიდში  ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 წლის ბავშვი დაშავდა

ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 წლის ბავშვი დაშავდა. ის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. შემთხვევა დღეს მოხდა.

შს სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.