ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტურისტები დაშავდნენ

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტურისტები დაშავდნენ

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტურისტები დაშავდნენ. როგორც სასწრაფო სადიცინო დახმარების ცენტრში განაცხადეს, დაშავებული დედა-შვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ამ დროისათვის დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება ეწევათ. ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა, ერთამანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.