სანდრა რულოვსი - მთავრობა ერთი ხელით აჯილდოებს ჯარისკაცებს, ხოლო მეორე ხელით საფრთხის ქვეშ ამყოფებს მათ

მთავრობა ერთი ხელით აჯილდოებს ჯარისკაცებს და ბინებს პირდება, ხოლო მეორე ხელით რეალურად საფრთხის ქვეშ ამყოფებს მათ, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა უკრაინაში მყოფი ქართველი ჯარისკაცების პირად ინფორმაციას გასცემს, რის გამოც შესაძლოა, მათ საფრთხე შეექმნათ.
„ქართული ჯარი არის დარტყმის ქვეშ, იმიტომ, რომ ქართველი და უკრაინელი ჯარისკაცების პირადი ინფორმაცია ჩვენი მთავრობიდან გადაეცემა რუსეთს, რომ მერე რუსეთის მხრიდან განხორციელდეს სადამსჯელო ღონისძიება. ეს არის ღალატი“, - აღნიშნა რულოვსმა.
მან ასევე მადლობა გადაუხადა ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წევრებს. მისი თქმით, მათმა აქტივობამ გადაარჩინა საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილი მცოცავ ოკუპაციას.

























