გორში მამის მიერ ნაცემი 28 წლის მამაკაცი თავის ტვინის შერყევით საავადმყოფოში მოათავსეს

უფლისციხის სასაფლაოზე, ოჯახის წევრებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაშავებული 28 წლის მამაკაცი საავადმყოფოში მოათავსეს.
“გორმედის“ ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მერაბ მაისურაძის განცხადებით, პაციენტს თავის ტვინის შერყევა აღენიშნება.
თანასოფლელების თქმით, ფიზიკური დაპირისპირება მამა-შვილს შორის მოხდა. მათივე ინფორმაციით, მამა-შვილს შორის უთანხმოება რამდენიმე თვეა გრძელდება და ქონებრივ დავაზე სასამართლო პროცესიც მიმდინარეობს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე 1-ლი პრიმა მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს და ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

























