ზუგდიდის ავტონაწილების მაღაზიის მეპატრონის ინფორმაციით, მძარცველებმა დაახლოებით 50 000 ლარის ნაწილები და 2 000 ლარი წაიღეს

ზუგდიდის  ავტონაწილების მაღაზიის  მეპატრონის  ინფორმაციით, მძარცველებმა  დაახლოებით 50 000 ლარის ნაწილები და 2 000 ლარი წაიღეს

ზუგდიდის ავტონაწილების მაღაზია "ინტერ ავტოს" მეპატრონის დავით გრიგოლიას ინფორმაციით, მძარცველებმა დაახლოებით 50 000 ლარის ნაწილები და 2 000 ლარი წაიღეს.

"როგორც თანამაშრომლები მეუბნებიან, დაახლოებით წაღებულია 50 000 ლარის ნაწილები და ქეშად 2000 ლარი", - ამბობს გრიგოლია.

შემთხვევა, სავარაუდოდ, წუხელ მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მაღაზიის მენეჯერმა მიხეილ პაჭკორიამ განუცხადა, დღეს დილით მაღაზიის კარი ჩამტვრეული დახვდათ.

" გუშინ არ ვმუშაობდით. დღეს დილით რომ მივედით მაღაზიის კარი დაგვხვდა ჩამტვრეული. წაღებულია ფული და ავტო ნაწილები", - აღნიშნა პაჭკორიამ.

ადგილზე მუშაობს პოლიცია. შს სამინისტრომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულუსხმობს. უწყებაში აცხადებდნ, რომ ზარალის ოდენობის დადგენა მიმდინარეობს.