სოფელ ჩუმლაყში მამამ შვილი მოკლა

სოფელ ჩუმლაყში მამამ შვილი მოკლა

გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში,მამამ შვილს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.40 წლამდე კაცი გულ-მკერდის არეში მიყენებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით,მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, შემთხვევამდე კი შვილთან ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა.

მომხდარზე გამოძიება 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7 დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შვილის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

იხილეთ ვიდეო: სოფელ ჩუმლაყში მამამ შვილი მოკლა