ფოთში ავტომობილი ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა

ფოთში, მალთაყვის სანაპიროზე „მიცუბიშის მარკის“ ავტომობილი ამობრუნდა, ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. მანქანაში 3 ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა მათ გადმოსვლა მალევე მოახერხეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცეცხლის ჩასაქრობად ერთი სახანძრო ეკიპაჟი მუშაობდა.

























