ხარაგაულის ერთ-ერთ სოფელში მეწყერი ჩამოწვა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მეწყერი ჩამოწვა. სოფელ ბჟინევში ჩამოწოლილმა მეწყერმა საავტომობილო გზა გადაკეტა, რის გამოც რამდენიმე ოჯახს გადაადგილების პრობლემა შეექმნა. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები. მიმდინარეობს გზის აღდგენითი სამუშაოები.
მეწყერის ჩამოწოლის მიზეზი რადენიმე დღის წინ მოსული უხვი ნალექი გახდა.

























