ზუგდიდში სოციალურად დაუცველ დევნილ ბენეფიციარებს სააღდგომო საჩუქარი გადაეცათ

ზუგდიდში შპს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკის“ ინიციატივით, ლაღიძისა და ბარამიას ქუჩებზე მცხოვრებ 25 სოციალურად დაუცველ უკიდურესად შეჭირვებულ დევნილ ბენეფიციარებს სააღდგომო საჩუქარი გადაეცათ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, საქველმოქმედო აქციაში პოლიკლინიკის დირექტორი ოთარ შენგელია და თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, აქცია პერმანენტულ ხასიათს ატარებს და მომავალშიც გაგრძელდება.

























