ზუგდიდში დაკავებული ახალგაზრდის ოჯახის წევრები სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ

ზუგდიდში დაკავებული 22 წლის მირიანე მარკელიას ოჯახის წევრები სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი ამ წუთებში პროკურატურის შენობასთან იმყოფებიან.
დაკავებულს დღეს ზუგდიდის სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსჯა, რასაც ახლობლები აპროტესტებენ.
„ვითხოვთ რეალურ სასჯელს. ხუთ წელს კაცის მკვლელს არ უსჯიან. არ ვამბობთ, რომ არ არის დამნაშავე მაგრამ, ეს სასჯელი არარეალურია", - ამბობენ ოჯახის ახლობლები.
მირიან მარკელიას საქმეზე გამოძიება 2 მუხლით მიმდინარეობდა. მათ შორის 117 მუხლის მე-3 ნაწილის ე ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 126 მუხლის 1 ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
მარკელია დღეს სამართლომ დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

























