რუსთავში, იუსტიციის სახლთან, ჭყონდიდელის დასახლებაში სასჯელაღსრულების დაწესებულების მშენებლობა გააპროტესტეს

რუსთავში, იუსტიციის სახლთან, ჭყონდიდელის დასახლებაში სასჯელაღსრულების დაწესებულების მშენებლობა გააპროტესტეს

რუსთავში, იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილები იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრას და ჭყონდიდელის დასახლებაში სასჯელაღსრულების დაწესებულების მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ.

„ჩვენ გავშალეთ კარვები, მოვაწყვეთ არაერთი საპროტესტო აქცია ციხის მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოვაწყეთ საპროტესტო მსვლელობა, მაგრამ იუსტიციის მინისტრი მაინც არ აჩერებს ციხის მშენებლობას. დღეს მოვედით იუსტიციის სახლთან და აქ ვმართავთ აქციას, იქნებ ახლა მაინც მოგვისმინონ", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გიორგი გზირიშვილმა.

რუსთავში ციხის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით, საპროტესტო აქციები ორი კვირაა იმართება. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად მშენებარე ციხესთან კარვები გაშალეს, გზა გადაკეტეს და რუსთავში, ცენტრალურ ქუჩაზე ფეხით მსვლელობაც მოაწყვეს.