აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორის მოვალეობას ნათია ზოიძე შეასრულებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორის მოვალეობას ნათია ზოიძე შეასრულებს.
ნათია ზოიძე ნათია კაპანაძის მოადგილე იყო. ნათია ზოიძე დირექტორის მოადგილედ ერთი თვის წინ დაინიშნა, იგი მაუწყებლის განვითარების დარგს ხელმძღვანელობს.
მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო ახალი დირექტორის დანიშვნაზე იმსჯელებს. ახალი დირექტორის ასარჩევად 10 დღეში კონკურსი გამოცხადდება.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ხელმძღვანელი ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენეს. ბორდის 5 წევრიდან კაპანაძის გადაყენებას მხარი ოთხმა წევრმა დაუჭირა.

























