აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრი - ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები მართულია - ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს მხარს არ დავუჭერ

აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრი - ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები მართულია - ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს მხარს არ დავუჭერ

აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები მართულია, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლოს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბორდის წევრმა ბეჟან გობაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ტელევიზიების მიმართ ზეწოლა მიმდინარეობს და აჭარის ტელევიზიაშიც მსგავსი პროცესები დაიწყო. ბეჟან გობაძის თქმით, ბორდის წევრებზე ზეწოლა ხორციელდება.

„საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესები მიქმნის შთაბეჭდილებას, რომ ჩემს კოლეგებზე ზეწოლა ხორციელდება. პროცესები მართულია. ამიტომ, მე საჯაროდ ვაცხადებ, რომ ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხს მხარს არ დავუჭერ“, - განაცხადა ბეჟან გობაძემ.