ნათია კაპანაძე - მე ვმუშაობდი და ვმუშაობ კანონის დაცვით

ნათია კაპანაძე - მე ვმუშაობდი და ვმუშაობ კანონის დაცვით

მე ვმუშაობდი და ვმუშაობ კანონის დაცვით, - ეს განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა ნათია კაპანაძემ ტელევიზიის ბორდის წევრებსა და მესამე სექტორის წარმომადგენლებთან გააკეთა. მისი თქმით, ყველა შესრულებულ პროექტსა და საქმიანობაზე დოკუმენტები სწორად არის შედგენილი, რომელიც საბჭოსთვის ცნობილია. მისივე თქმით, ფინანსები მიზნობრივად დაიხარჯა.

„აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დამოუკიდებლობას ყველა ერთად ვიცავდით. ეს არის პროცესი, რომ მივიღოთ უკეთესი საზოგადოება. მე ვმუშაობ და ვმუშაობდი კანონის ფარგლებში. მე მინდა წარმოგიდგინოთ დოკუმენტი, რომელიც აჭარის ტელევიზიის ვებგვერდზე არის გამოქვეყნებული დიდი ხანია.

ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტებით მივმართე საბჭოს, რომ ეფიქრა აჭარის მაუწყებლის გუნდის საჭიროებებზე და ამ პერიოდის განმავლობაში პასუხი ვერ მივიღე. ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ დეტალზე ვისაუბროთ“, - განაცხადა ნათია კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბორდი დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხზე 13:00 საათზე იმსჯელებს. მისი თანამდებობიდან გადაყენება ბორდის ორმა წევრმა ირაკლი დარცმელიძემ დ გიგა ჩხარტიშვილმა მოითხოვეს. როგორც ისინი აცხადებენ, ნათია კაპანაძის ხელმძღვანელობის პირობებში ტელევიზიის რეიტინგმა იკლო.