ზუგდიდის სოფელ ნარაზენში დაკავებულ „ნაცმოძრაობის" მხარდამჭერს მანუჩარ ჩხეტიას სასამართლომ 1500 ლარის გადახდა დააკისრა

ზუგდიდის სოფელ ნარაზენში დაკავებულ „ნაცმოძრაობის" მხარდამჭერს მანუჩარ ჩხეტიას სასამართლომ 1500 ლარის გადახდა დააკისრა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში 11 აპრილს დაკავებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერს მანუჩარ ჩხეტიას სასამართლომ 1500 ლარის გადახდა დააკისრა. სასამართლომ ჩხეტია სამართლადმარღვევად 173 -ე მუხლით ცნო და ადმინისტრაციული საქმის წარმოება 166-ე მუხლის ნაწილში შეწყვიტა. სასამართლოს გადაწყვეტილებას მანუჩარ ჩხეტია არ ეთანხმება.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი, ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ანა წითლიძე, პარტიის პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია და აქტივისტი მანუჩარ ჩხეტია 11 აპრილს ნარაზენში დააკავეს, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი შეხვედრას მართავდა. სამმართველოს შენობა წითლიძემ და პატარაიამ, იმავე დღეს დატოვეს, თუმცა წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს მანუჩარ ჩხეტია. მას ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.