აჭარის ტელევიზიის ბორდი დღეს დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხზე იმსჯელებს

აჭარის ტელევიზიის ბორდი დღეს დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხზე იმსჯელებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბორდი დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხზე 13:00 საათზე იმსჯელებს. მისი თანამდებობიდან გადაყენება ბორდის ორმა წევრმა ირაკლი დარცმელიძემ დ გიგა ჩხარტიშვილმა მოითხოვეს. როგორც ისინი აცხადებენ, ნათია კაპანაძის ხელმძღვანელობის პირობებში ტელევიზიის რეიტინგმა იკლო. მათივე თქმით, არხის ბიუჯეტიდან თანხები არამიზნობრივად დაიხარჯა.

ნათია კაპანაძის თანამდებობიდან გადასაყენებლად ბორდის ხუთ წევრიანი შემადგენლობიდან სამი წევრის თანხმობაა საჭირო. ნათია კაპანაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს სამი წელია ხელმძღვანელობს და ამ პოსტზე ვადის ამოწურვამდე დაახლოებით ექვსი თვე რჩება.

თავის მხრივ, ნათია კაპანაძე აცხადებს, რომ მისი ხელმძღვანელობის პირობებში აჭარის ტელევიზიამ სარედაქციო დამოუკიდებლობა მოიპოვა, რაც საერთაშორისო ორგანიზაციებმაც აღიარა.

რაც შეეხება არხის თანამშრომლებს, საინფორმაციო სამსახურის 13 ოპერატორი დღეს პროტესტის ნიშნად მუშაობის შეწყვეტას აპირებს. ოპერატორები ამბობენ, ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების გაზრდას ითხოვენ.