მაია ცქიტიშვილი, ლევან დავითაშვილი და ნათია თურნავა სოფელ დუისში მოსახლეობას ხვდებიან

მაია ცქიტიშვილი, ლევან დავითაშვილი და ნათია თურნავა სოფელ დუისში მოსახლეობას ხვდებიან

მინისტრთა კაბინეტის წევრები პანკისის ხეობაში იმყოფებიან. საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა სოფელ დუისში მოსახლეობასთან შეხვედრას მართავენ.

შეხვედრა დახურული ფორმატში მიმდინარეობს, რომელსაც ქალთა საბჭოს წევრები, უხუცესები და ახალგაზრდები იმყოფებიან. მთავრობის წევრები ადგილობრივებთან ხეობაში არსებულ ინფასტრუქტურულ საკითხებს, ტურიზმს და დღეს არსებულ პრობლემებს განიხილავენ.

შეხვედრის დაწყებამდე, ვიცე-პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ წინა სტუმრობისას მოსახლეობას სხვადასხვა სამინისტროს მიმართ ჰქონდა კითხვები, რაზეც დღეს იმსჯელებენ.

„წინა შეხვედრებზე დაისვა საკითხი სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ეკონომიკის, ტურიზმის, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სფეროებთან დაკავშირებით. ჩვენ მოსახლეობის კითხვებს ვუპასუხებთ, რაც არის მათთვის მნიშვნელოვანი, მათ შორის ჰესებთან დაკავშირებით, რადგან ეს საკითხი წამოწიეს წინა შეხვედრაზე ახალგაზრდებმა. დღეს განვიხილავთ ბევრ საკითხს. ეს შეხვედრა დახურულია, რადგან მეტად საქმიან რეჟიმში წარიმართოს", - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.