აჭარის უმაღლეს საბჭოში კომიტეტებში წევრთა რაოდენობისა და კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცების შესახებ საკითხზე იმსჯელეს

აჭარის უმაღლეს საბჭოში კომიტეტებში წევრთა რაოდენობისა და კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცების შესახებ საკითხზე იმსჯელეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე კომიტეტებში წევრთა რაოდენობისა და კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცების შესახებ საკითხი განიხილეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლეს საბჭოდან აცნობეს, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ნინო ჩხეტიას განცხადებით, გადაწყვეტილების მიღება საკანონმდებლო ორგანოს ახალი რეგლამენტის დამტკიცებითაა განპირობებული. ბიურომ პროექტს ერთხმად დაუჭირა მხარი.

მათივე ინფორმაციით, სხდომაზე ასევე ერთხმად მიიღეს ცნობად ნინო ჩხეტიას მიერ წარმოდგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტების შემადგენლობის შესახებ მომზადებული გადაწყვეტილების პროექტი. კანონმდებლებმა აქვე განიხილეს ახალი რეგლამენტით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხი.