ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს "ჟიგულისა" და "ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ.
სამი მამაკაცი სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში მოათავსეს. ექიმის თქმით, დაშავებულების სოცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და სამივე მათგანს შესაბამისი გამოკვლევა უტარდება. მომხდარზე მიმდნარეობს გამოძიება.

























